სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა
05-12-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი და ინფორმაციული ღონისძიებით გამოეხმაურნენ.

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, 1 დეკემბერს, გამართეს საინტერესო ღონისძიება. ინიციატორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გახლდათ, რომლის თავჯდომარე თამაზ დუნდუაა. 

აივ-ინფექციის წარმოშობასა და განვითარებაზე ისაუბრა მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი ბენდელიანმა. ასევე პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მე-11 კლასის მოსწავლემ - თ.დუნდუამ. მან ინტერაქტიულ რეჟიმში ჩართო აუდიტორია და მოსწავლეებს გააცნო ვირუსის შესახებ ინფორმაცია, ასევე განსაზღვრა ვინ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფებს და როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა. მან ასევე აღნიშნა, რომ შიდსი მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

„მისგან დაცული და დაზღვეული არავინ არ არის. ამიტომ პრევენციის მიზნით აუცილებელია, ინფორმაციის მიწოდება და საუბრები აღნიშნულ თემაზე“, - აღნიშნა მოსწავლემ. 

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო გაზეთები შიდსის შესახებ და წარადგინეს ღონისძიებაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძებას არც მე-10 კლასი გამოკლებია, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს მოსწავლეებმა: ლილე ჩხაბერიძემ, ლიზი კეთილაძემ,  ნინი ჯამბურიძემ და ნიკა ტალიაშვილმა. მათ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს გააცნეს შიდსის ვირუსის წარმოშობის შესახებ არსებული ვერსიები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა ვებრძოლოთ დაავადებას და არა დაავადებულებს. 

აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებთან ისაუბრეს აგრეთვე სკოლის ექიმმა - თამარ თუთბერიძემ და ბიოლოგიის პედაგოგმა - ნატო შვანგირაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება შეაფასა და მოსწავლეებს აქტიურობისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა - მაია ნუცუბიძე-ქობულიამ.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება