სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებზე ​თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა
05-12-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლის საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით,  27 ნოემბერს, სამღერეთის საჯარო სკოლაში ტრენინგ-შეხვედრა ჩაატარა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მელქაძემ. 

სკოლაში, სტუმარი სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით მიიწვიეს, მოსწავლეთა და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრენინგი წარიმართა სკოლის მიერ დამტკიცებული და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხანძრისა და მიწისძვრის დროს ევაკუაციის სავალდებულო ქცევის წესებზე, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული სწავლებით.

ასევე სკოლას გადაეცა მოსწავლეებში გასავრცელებლად საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების ბროშურები.

სკოლაში, მიწვეულ სტუმარს მადლობას უხდიან მნიშვბელოვანი და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის. 

„მადლობა ბატონ თეიმურაზს საინტერესო და მიზნობრივი ტრენინგის ჩატარებისათვის, ასევე მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“, - აღნიშავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება