სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებით შთაგონებული მოსწავლეები და მათი საინტერესო აქტივობები 
05-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, შემეცნების მიზნით, არაერთ საინტერესო პროექტსა და აქტივობას ახორციელებენ.

ამჯერად, მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას სიღრმისეულად გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-4გ კლასის მოსწავლეები თავიანთ მასწავლებელთან, ანა ჯანელიძესთან ერთად, ცდილობენ იარონ და ამაყად ატარონ გულით ის სიყვარული, რაც იკობ გოგებაშვილმა მათ სულსა და გულში გაათბო.

„ქართველს! მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელს საქართველოში, პუბლიცისტს, საბავშვო მწერალს და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს უთქვამს: „განათლება- ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს“, -გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას.

„სიყვარული, პატიოსნება და ერთმანეთისადმი მზრუნველი დამოკიდებულება - სწორედ ამ მიზნით, მე-4 გ კლასი ეწვია N40 საჯარო სკოლის 1-ელ კლასს, რათა მათთვის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები გაეცნოთ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გადაწერეს მწერლის მოთხრობები, რომლებიც ლამაზად გააფორმეს. მათ ასევე შექმნეს ხელნაწერი წიგნი.

აღტაცებულმა პირველკლასელებმა, რომელთა ხელმძღვანელი ინგა მეტონიძე გახლავთ, ბედნიერებით სავსემ გააცოცხლეს იაკობის მოთხრობები და მცირე ინსცენირებები მოაწყვეს.

„ვფიქრობთ, რომ ამ ლამაზი დღის დასასრული მათ სულსა და გონებაში მუდამ დარჩება ლამაზ მოგონებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება