| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, სადამრიგებლო პროგრამის - „პატრიოტიზმი“ ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიება „მაინც რა არის სამშობლო?“, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების ლალი ბარაბაძისა და ლია ჩიხლაძის ორგანიზებით ჩაატარეს.
ღონისძიებაზე სამშობლოსადმი მიძღვნილი, ლექსები და სიტყვები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
„მაინც, რა არის სამშობლო? იქნებ, რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია, როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...“, - ამბობენ სკოლაში.
პატრიოტულ ლექსებს ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით კითხულობდნენ, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ ასევე სხვადასხვა ქართული ცეკვა შეასრულეს, რომელშიც პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობოდა.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს სამშობლოს სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში