| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პროფესიული განათლება საქმიანი თაობისთვის!“ - ამ გზავნილით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
პატარები, კაფეს - „ძველი ტყიბული“, სტუმრობდნენ, სადაც გაეცნენ სამზარეულოს და მიიღეს პროფესიონალური რჩევები წამყვანი მზარეულებისგან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ჩაუტარდათ პიცის მომზადების მასტერკლასი, ასევე გაეცნენ სუფრასთან ჭურჭლის დალაგებისა და გამოყენების აუცილებელ რეკომენდაციებს, შემდეგ კი თავადაც მასწავლებლის დახმარებით, ჩაატარეს მასტერკლასი.
თბილი გარემო, საუკეთესო თანამშრომლები, მოსწავლეებზე მზრუნველობა - წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩებათ მოწაფეებს.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ლია ბარბაქაძე გახლავთ, რომელიც მადლობას უხდის კაფის წარმომადგენლებს საუკეთესო მასპინძლობისთვის.
„მადლობა თანამშრომლობისთვის, გულითადი დახვედრისთვის და პროფესიონალური მასტერკლასებისთვის კაფის - „ძველი ტყიბული“, თითოეულ წარმომადგენელს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში