სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ
05-12-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და ხელოვნებასთან ზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტური კი,  XII კლასის მოსწავლეების გასვლითი ღონისძიებაა. 30 ნოემბერს, ისინი იმყოფებოდნენ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სპექტაკლის - „შელოცვა რადიოთი“, პრემიერაზე.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ ეპოქაში, სასკოლო ცხოვრებაში დიდ გამოწვევად იქცა მოზარდების ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა, რომ ტექნოლოგიებმა ისინი დააშორა წიგნს და ზოგადად, კლასიკურ ხელოვნებას: ლიტერატურას, თეატრსა და კინოს - სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ მოეწყო ვიზიტი თეატრში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობა ითვალისწინებდა არა მარტო არაფორმალური განათლების მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, რაც გათვალისწინებულია სადამრიგებლო პროგრამით, არამედ ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების შეჯამებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ლელა სილაკაძე, პედაგოგი კი, ნანა ჭანტურია გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ საკანდელიძე, რომელიც თავადაც წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სპექტაკლში. 

დღე საინტერესო, შემეცნებითი, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 


იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება