| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N107 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეების „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩემპიონატში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს. მათ შორის განსაკუთრებით წარმატებით იასპარეზა მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბეკურიშვილმა. მოსწავლემ დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და მეორე ეტაპში „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელი დაიმსახურა.
სკოლაში კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში და „ეტალონს“ სასწავლო-შემეცნებითი და მამოტივირებელი კონკურსისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით „ეტალონს“ ჩვენი სკოლის მოსწავლეების წახალისებისათვის და მოტივირებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა
ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და ქალაქ თბილისის კონკურსით დასრულდა, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლო.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება