| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანამანთლებლო პროექტში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. მათი აქტიური მონაწილეობით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ, სადაც სკოლაში მიმდინარე პროექტების, მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებაზე აღნიშნული პროექტები მეთერთმეტეკლასელებმა: მარიამ ღუღუნიშვილმა, სალომე გაბაძემ წარადგინეს, მეცხრეკლასელებმა კი სკოლაში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ბავშვებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის, სკოლაში, მადლობას უხდიან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
„მადლობა მათ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში