სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის ნორჩ ჟურნალისტთა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა გალაკტიონ ტაბიძეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა
04-12-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს.

ამჯერად, სკოლის ნორჩ ჟურნალისტთა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბმა - „თვალსაწიერი“ გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა. მათ პედაგოგები ციალა ჭიხვარია და ხატია ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ.

არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის სოფელ ერკეთის ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“ ჩატარდა. მოსწავლეებთან ერთად, გალაკტიონის ლექსებს კითხულობდნენ და მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებდნენ თემის მომღერლები. გამოიფინა დიდი მგოსნისადმი მიძღვნილი ნახატები და კედლის გაზეთები. ღონისძიებას არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოეტის დაბადების დღეს, კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას გალაკტიონის ლექსების კრებულების ანოტაციები წარუდგინეს, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. მოსწავლეებმა, ფოტოკოლაჟებითა და მოძიებული მასალებით, მაყურებლებს გალაკტიონის ცხოვრების გზა გააცნეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ვიდეოკოლაჟი „გურიის მთები“ იყო შთამბეჭდავი და საუკეთესო.

გარდა ამისა, ერკეთის თემის დეპუტატ ლაშა თოლორდავას და მერიის წარმომადგენელის, ერკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოსო კობიძის უშუალო ხელშეწყობით, კლუბის წევრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმებს, ვანის ნაქალაქარს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ პრეზენტაცია მოამზადეს და შექმნეს შთაბეჭდილებების წიგნი.

„ჩემთვის დღესავით არის ნათელი რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა!“,- ეს სიტყვები გასდევდა აქტივობებს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მადლიერმა შთამომავლობამ თავის სათქმელი უთხრა გალაკტიონს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება