სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზა
04-12-2023
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არასდროს უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტში მონდომებით ერთვებიან.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, „ევროკავშირი საქართველოსათვის“ მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი წამოიწყო. კონკურსი „რა? სად? როდის“ სპეციალურად შედგენილ თემატურ კითხვებს აერთიანებს. 

მართაონში წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდიც ჩაერთო, კაპიტანი ლევან კაკაბაძე, ხოლო წევრები - თემურ იობიძე, ვასო თვალოძე, ანი მამარდაშვილი, მართა ტყაბლაძე და მარიამ ტყაბლაძე იყვნენ. მათ ისტორიის მასწავლებლები - მარინე ქაშიბაძე და მანანა ჯიქია ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მე-3 ადგილი მოიპოვეს. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

ევროპის თემაზე აგებული შემეცნებით/გასართობი თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში 63 მუნიციპალიტეტში, თბილისის 11 რაიონსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ეტაპობრივად ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება