სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ლეილა გოგელიამ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა კიბერბულინგის შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელეს
04-12-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სამოქლაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პედაგოგი ლეილა გოგელია „ჯეოლაბის“ ორგანიზებულ აქტივობაში - „ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის“ მონაწილეობდა. მასწავლებელმა პროექტი - „ნუ გახდები კიბერბულინგის მსხვერპლი!“,- მოამზადა. მას აქტივობაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. 

აღნიშნული პროექტი აკეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. მისი მიზანი კიბერსაფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ციფრული მოქალაქეობისა და ტექნოლოგიური წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა იყო.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ჩატარდა კვლევა იმის შესახებ, თუ რა იცოდნენ ადამიანებმა კიბერბულინგისა და მისი პრევენციის გზების შესახებ. პარალელურად, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს, მოეწყო ფილმების ჩვენება, განხილვა და დისკუსია საინტერესო საკითხების შესახებ.

„მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა, თუ როგორ გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი და დამსწრე საზოგადოებას ურჩია, როგორ უნდა მოიქცენ კიბერსაფრთხეების დროს. ბავშვებმა მომზადეს პოსტერი, ბუკლეტები და ვიდეორგოლი. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა კიბერბულინგის და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ. ასევე, გაიგეს, როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება