| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
II და IV კლასის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ. მოსწავლეები ასევე მონაწილეობდნენ დადიანების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „ოქროსფერი შემოდგომა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამის ფარგლებში ისინი გაეცნენ, დადიანების მუზეუმის ისტორიას, დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები. ასევე, დაესწრნენ საგანგებოდ მათთვის განკუთვნილ პრეზენტაციას თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“.
ბოლოს კი, მოსწავლეებმა, თავიანთი ხედვით, შექმნეს კომპოზიციები შემოდგომის მოტივებზე.
აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას ორგანიზება გაუწიეს ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, სოფიო დარსანიამ და შესაბამისი კლასების დამრიგებლებმა - ლალი ბარქაიამ და რადმილა აბსავამ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში