| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ევროსაბჭოს პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“.
აღნიშნულ პროექტში, მონაწილეობდა საქართველოს რამდენიმე სკოლა, რომლებსაც უნდა წარედგინათ საინტერესეო ინიციატივები. მათგან კი, 5 საუკეთესო იდეა შეირჩა.
აღმოჩნდა, რომ ძმაგულის საჯარო სკოლის საპროექტო ინიციატივა - „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, ხუთეულში მოხვდა.
პროექტში, ჩაერთო ოთხი დაინტერესებული სკოლა: ვალეს N1 საჯარო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლა, ხულოს მუნიციპალიტეტის აბესალომ აბაშიძის სხალთის საჯარო სკოლა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასლან შაინიძის სახელობის წაბლანის საჯარო სკოლა, რომლებმაც განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები.
სკოლაში, მადლობას უხდიან აღნიშნული სკოლების დირექტორებს და ხელმძღვანელ მასწავლებლებს - მარინა ხოზრევანიძეს, (სხალთის საჯარო სკოლა), დალი ბარათაშვილს (წაბლანის საჯარო სკოლა), ირა გიორგაძეს (ვალის N1 საჯარო სკოლა) და ლელა კემულარიას (ფოთის N3 საჯარო სკოლა).
აღსანიშნავია, რომ პროექტს - „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ ხელმძღვანელობდნენ - ხათუნა ასლანიძე, ირა ცეცხლაძე, მალხაზ მახარაძე და ძმაგულის სკოლის მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში