| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები, შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებით დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა, წელიწადის ოქროსფერი სეზონი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელით, სადღესასწაულოდ გააცილეს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, ქართული სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს დალოცვილი შემოდგომის ბარაქა.
თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები, შემოდგომის ნუგბარით გაფორმებული საკლასო ოთახი და ამაღლებული განწყობა - ასეთი გახლდათ საშემოდგომო დღესასწაული განძის N2 საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში