სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
01-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი ჰყავს, მათ შორის არიან დაწყებითი კლასის პედაგოგი ინგა მეტონიძე და ინკლუზიური განათლების სპეციალური პედაგოგი ნინო ხუჯაძე. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდნენ.

ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, საკრებულოს წევრმა ბექა ქებულაძემ მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს და ფულადი ჯილდოები გადასცეს გამორჩეულ მასწავლებლებს.

სკოლა ამაყობს, რომ სწორედ, წარმატებულთა და გამორჩეულთა რიგებში დგანან პედაგოგები: ინგა მეტონიძე და ნინო ხუჯაძე.

სკოლაში ულოცავენ პედაგოგებს წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ, დამსახურებულ ჯილდოს, ნაყოფიერ და წარმატებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

„თუ ვინმე კვარცხლბეკზე უნდა დააყენო, მასწავლებელი განათავსე, ისინი საზოგადოების გმირები არიან“, - ამ  ფრაზით კი, სასკოლო საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ დააფასა საყვარელი პედაგოგები და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება