| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული პროექტი განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, მასწავლებლები - ქეთევან რაზმაძე და ნატა შიოლაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პროექტის მიზანი ვაზის უძველესი ჯიშების შესწავლა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა იყო.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოსწავლეები მცხეთაში გიორგი ბარისაშვილის ცნობილ მარანს ესტუმრნენ და ინტერესით დაათვალიერეს ქართული, ძველებური მარანი.
მასპინძელმა ძალზე საინტერესო ინფორმაცია გააცნო ბავშვებს ქართული ვაზის ჯიშების შესახებ. ბოლოს კი, მოსწავლეები თავისი ავტორობით გამოცემული წიგნებითაც დაასაჩუქრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მარნის მონახულებამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც შემდგომში დაეხმარა მათ პროექტის მომდევნო ეტაპის განხორციელებაში: მოსწავლეებმა გააკეთეს მაკეტი მარნის ატრიბუტებით, შექმნეს ღვინის კატალოგი და ბოთლის ეტიკეტი, შეადგინეს ქართული ღვინის რუკა, მოხატეს ფიალები, ბოლოს ყურძენიც დაწურეს და „სადღეგრძელოების“ პრეზენტაციაც გამართეს.
საინტერესოდ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ პროექტის განხორციელებაში და საკუთარი ხელით შექმნილი არაერთი ექსპონატი წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში