სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება თხინვალის საჯარო სკოლის მე-2 კლასში
01-12-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მეორე კლასში შემოდგომისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.  

ბარაქიანი შემოდგომა მე-2 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ საყვარელ პედაგოგთან - ელზა სისაურთან ერთად, 27 ნოემბერს გააცილეს.

მოსწავლეებმა გურული ნადის ინსცენირება წარმოადგინეს. სიმინდის კალოს შემოუსხდნენ და თან საშემოდგომო სამუშაოებზე, შემოდგომის დღესასწაულებზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, ასევე მოაწყვეს რთველის ინსცენირება კალათებით. იმიტირებულ საწნახელში დაწურეს ყურძენი,  როგორც კი წვენი წამოვიდა აანთეს სანთლები და დაილოცნენ, ბოლოს კი, ამოავლეს ყველასათვის საყვარელი ჩურჩხელები.

ბავშვებმა, იცეკვეს პედაგოგთან ერთად და დამსწრე საზოგადოებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულიც მიულოცეს. 

„შემოდგომა მარტო ხვავი და ბარაქა როდია, შემოდგომა ჭაშნიკი და ლხინია, ქართული მიწის, ქართველი კაცის ზეიმია“ - ამ ფრაზით კი, გააცილეს შემოდგომა. 

„შემოდგომის ზეიმმა ყველა ბავშვი გაახარა და  დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ იქ მყოფი მშობლებისა და პედაგოგებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება