TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა კლასის საათი ნორჩი მხატვრის - ლილე ბუაძის შემოქმედების განხილვას მიეძღვნა
30-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი დრო ეთმობა. პედაგოგების ყურადღებისა და აღნიშვნის მიღმა არ რჩება არც ერთი მოსწავლის ინტერესი. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობა იმართება.

ახლახან, მე-6 ბ კლასში, თემაზე - „ჩვენი ინტერესები, გატაცებანი... ჩვენი ცხოვრება სკოლის შემდეგ“ კლასის საათი ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს თანაკლასელების წინაშე საინტერესო ნამუშევრებით წარსდგა ნორჩი მხატვარი ლილე ბუაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იყო ბევრი შეკითხვა: რომელი ასაკიდან დაიწყო ლილემ ხატვა? ვინ აღმოაჩინა მასში ეს ნიჭი? რამდენი წელია, რაც ხვეწს ოსტატობას სამხატვრო სკოლაში? რაზე უფრო სიამოვნებს მუშაობა- ნატურმორტზე, პეიზაჟზე, პორტრეტზე...? აქვს თუ არა საყვარელი ნამუშევარი? რატომ უჭირს თავისი ნახატების გაჩუქება? უკავშირდება თუ არა ხატვა მის სამომავლო გეგმებს და პროფესიას? რა არის მისთვის ხატვა?

ლილემ ღირსეულად გაართვა თავი ყველა კითხვას და ამომწურავი პასუხებით შეიქმნა მისი მინიპორტრეტი.

„ლილე ბუაძეს ხატვაში თავი, ალბათ, 5 წლიდან ახსოვს. ნიჭი მასში დედამ აღმოაჩინა. უკვე მეოთხე წელია, რაც სამხატვრო სკოლაში ეუფლება ფერწერის საიდუმლოებას. ყველაზე მეტად სიამოვნებს ცხოველების დახატვა, განსაკუთრებით თეთრი ცხენების... არ უყვარს პორტრეტზე მუშაობა, თუმცა ჩინებულად ართმევს ამასაც თავს. სიამოვნებს გუაშით ხატვა. ხატავს სულ, როცა თავისუფალი დრო აქვს... ხატვა მისთვის განტვირთვაა, უდიდესი სიამოვნება... საყვარელი ნამუშევარი? ბევრია ასეთი, ერთ-ერთი - „მოწამეთა“. ნამუშევრების გაჩუქება ძალიან უჭირს, არა იმიტომ, რომ ენანება, განშორებაა მისთვის მტკივნეული ... როგორც დედის განშორება შვილთან... ოცნებობს არქიტექტორობაზე, თუმცა როგორც ლილეს კლასელებმა, მისმა ყველაზე გულწრფელმა გულშემატკივრებმა აღნიშნეს, არქიტექტორი თუ არა, მხატვარიც დიდებული გამოვა თუ თავად ისურვებს ამას“, - გვიყვებიან მის შესახებ სკოლაში.

პრეზენტაციამ ლილეს თანაკლასელები მოხიბლა. თითოეულმა მოსწავლემ თავისი საყვარელი ნამუშევარი დაასახელა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა ახსნეს კიდეც თუ რატომ გამოარჩიეს ესა თუ ის ნახატი. დაბოლოს, ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ ნანახმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველამ შესაბამისი ჟესტით გამოხატა აღფრთოვანება.

„მინდა ვუსურვო ლილეს და მე-6 ბ კლასს უღრუბლო ცა, მშვიდობა და დასახული მიზნებისკენ გამარჯვებით სვლა ... მე, კი როგორც კლასის ხელმძღვანელს მჯერა, რომ ნორჩი მხატვარი, ნიჭიერი პატარა გოგონა - ლილე ბუაძე აუცილებლად ასახელებს ოჯახს, მის სკოლას, ქალაქს და მშობლიურ საქართველოს!“, - ამბობს კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება