| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრვალფეროვნების, მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლების, მრავალმხრივი განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, პროექტი -„კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების წარმოჩინება და ტრადიციების ზეიმი“ განხორციელდა, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა კუსრაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტი, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი გვიყვება, მე-11 კლასის მოსწავლეების ჩართულობით, მათი უდიდესი მოტივაცითა და ხელშეწყობით ჩატარდა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას უხდის.
„ჩემი, როგორც პროექტის ხელმძღვანელის მიზანი იყო ბავშვებს საკუთარი ხელით შეექმნათ და წარმოეჩინათ, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურა - ქართული ტრადიციული სუფრა.
ქართული სუფრა მხოლოდ ავთენტური კერძები როდია, ოდითგან ქართველმა ხალხმა ხელოვნებად აქცია ეს კულტურა და პირნათლად გადასცემს მომავალ თაობას“, - აღნიშნავს პედაგოგი ეკა კუსრაშვილი.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ქართულ ტრადიციებზე, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ჩვენ შევძელით და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ამ კულტურის ღირსება, რომელიც უგემრიელეს საკვებთან ერთად, ქართულ-ხალხურ ცეკვას, სიმღერას, შაირს, პოეზიასა, სალაღობოს თუ ყველაზე მთავარ სადღეგრძელოს ხელოვნებას მოიცავდა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის მეშვეობით ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
„ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი ქართველი თაობა ინარჩუნებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს“, - ამბობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სიღრმისეულად აცნობს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“