| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის თეატრალური დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მათ შორის ჩართულია საყმაწვილო ფესტივალის - „პირველი ავტოგრაფის“ პროგრამაში.
24 ნოემბერს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში უმასპინძლეს საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ პროგრამის ფარგლებში კონკურსის ჟიურის საპატიო წევრებს - ფესტივალის თავმჯდომარეს, რეჟისორ გია კიტიას, პოეტ ტარიელ ხარხელაურს, მსახიობი ნანული სარაჯიშვილს, მოსწავლე (თანატოლი ჟიური) მარიამ ხუჯაძეს.
ძვირფას სტუმრებს ფესტივალის გულშემატკივრებთან ერთად შეხვდნენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო შეხვედრა უაღრესად თბილ, უშუალო გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა სკოლის დასის სპექტაკლის აფიშაზე საკუთარი ავტოგრაფებიც დატოვეს.
27 ნოემბერს კი ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის თეატრალური დასის მიერ შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.
წარმოდგენა - „სპექტაკლის რეპეტიცია, ანუ ბოლო ზარი, იგივე ცისფერი ამბები“ ჯემალ ქარჩხაძის „მაღალი კაცის“ მიხედვით დაიდგა, ინსცენირების ავტორი კი მარინა ტალახაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრეთა მოწონება და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში