სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

8 წლის ბიჭს სკოლაში თმის შეჭრა აიძულეს - შემთხვევა ამერიკაში მოხდა
01-12-2023
-
+


ამერიკაში, კანზასის შტატში, 8 წლის ბიჭს, დაწყებითი სკოლის შიდაპოლიტიკის გამო, თმის შეჭრა აიძულეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა გაავრცელა. 

საკითხს სტატია გამოცემა CNN-მა მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ბიჭი ინდიელია, ის ფედერალურად აღიარებული ადგილობრივი ამერიკული ტომის წარმომადგენელია. აგვისტოში მოსწავლეს უთხრეს, რომ თმა შეეჭრა, მომდევნო თვეში დედამისმა სკოლას მიმართა და სთხოვა, რომ მისი შვილისთვის ამ წესის შესრულება არ მოეთხოვათ, ბავშვის რწმენისა და ტრადიციების გამო. მათი ტომის წარმომადგენელი მამაკაცების დიდი ნაწილი თმას მხოლოდ მაშინ იჭრის, როდესაც საყვარელი ადამიანის დაკარგვას გლოვობს. 

საპასუხოდ, სკოლის დირექტორის თანაშემწემ მოსწავლის მშობელს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მოსწავლეს თმა უნდა შეეჭრა, „თორემ სახლში გაგზავნიდნენ“. დედამ ბიჭისთვის თმის შეჭრა გადაწყვიტა, რადგან შეეშინდა, რომ მის შვილს საყვედურს გამოუცხადებდნენ, თუმცა ამან 8 წლის მოსწავლეც და დედამისიც ძალიან დაამწუხრა.

ორგანიზაცია ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირი ამგვარ მიდგომას დისკრიმინაციულს უწოდებს. მათ სკოლას წერილი გაუგზავნეს, რომლითაც თმასთან დაკავშირებული განაწესის გაუქმებას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლამ მოსწავლე საცხოვრებლით კვლავ უზრუნველყოს და საშუალება მისცეს, რომ თმა, მისი კულტურული და რელიგიური ტრადიციების შესაბამისად, მხრებს ქვემოთ ატაროს. 

CNN-თან ბიჭის ტომის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. 

„საუკუნეების განმავლობაში ინდიელთა ტომები კულტურული ჩაგვრის ალყაში იყვნენ. ამ ჩაგვრას მრავალი ფორმა აქვს. იძულებით თმის შეჭრა ძირძველი ამერიკელი მამაკაცებისა და ბიჭების, დომინანტურ - თეთრ კულტურასთან დასამსგავსებლად, მათი რწმენისა და ტრადიციების უკანა ფლანგზე გადაწევას ემსახურება. ეს არის კულტურულად მგრძნობიარე საკითხი“,- აღნიშნეს მათ. 

ჯენესა კალვო-ფრიდმანმა, რომელიც ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის ადვოკატი და სკოლისთვის გაგზავნილი წერილის თანაავტორია, CNN-ს განუცხადა, რომ სკოლის საბჭო საკითხის განხილვას აპირებს. 

„იმედი მაქვს, რომ სკოლა ახლა შეცვლის პოლიტიკას და ჩვენს განცხადებას სერიოზულად მიიღებს, რადგან უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ პატარა ბავშვს თმის შეჭრა აიძულეს“,- თქვა ჯენესა კალვო-ფრიდმანმა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება