სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონმა“ მომცა სტიმული ინტელექტუალური კლუბი დამეარსებინა“ - ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ 
28-11-2023
-
+


ეტალონი“ - საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი, ნიჭისა და ცოდნის ზეიმი, რომელიც მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და ტალანტი ბავშვების აღმოჩენას ემსახურება. ჩემპიონატში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან, დიდი მონდომებითა და საბრძოლო შემართებით ერთვებიან. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ელენე ჩიკვაიძე

➤ „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ქობულეთის N3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ვახტანგ ჯაფარიძე

➤ „ხელვაჩაურის მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ახალშენის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბოლქვაძე

➤„ხულოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლია აბულაძე

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინტელექტუალურ კონკურსი და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ, Etaloni.ge-ის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“  ესაუბრებიან.

ზურაბ ზაქარაძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ელენე აქტიური მოსწავლეა, რა საკვირველი ჰქონდა გამარჯვების მოლოდინიც. სასიხარულოა, როცა სასურველ შედეგს და მიზანს აღწევ. „ეტალონი“ მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს და საკუთარი უნარების გამოცდის საშუალებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს აქვთ მაღალი მოტივაცია და დიდი ინტერესით ერთვებიან პროექტში. 

მანანა პაპუნიძე, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი:

პირველ რიგში მიხარია, რომ მოსწავლეები ასეთი მოტივირებულები არიან, დიდი მონდომებით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატში, გამარჯვებულიც გვყავს - ეს სკოლისთვის საამაყოა. სხვა მოსწავლეებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ შემდეგში ჩაერთონ და თავიანთი შესაძლებლობებიც გამოცადონ, მეორე ადგილზე ლუკა სალუქვაძე გავიდა და ისიც იმდენად გახარებული იყო, სიტყვებით ვერ გადმოსცემდა. მადლობა ასეთი კარგი პროექტისთვის. 

ელენე ჩიკვაიძე, ბათუმის „ეტალონი მოსწავლე“:

დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი. ვიცოდი, რომ კარგი შედეგი მქონდა, თუმცა არ ვიცოდი რამდენად გავუწევდი სხვებს კონკურენციას, ჩემს კლასელებსაც ძალიან კარგი ქულები ჰქონდათ. გაოცებული ვიყავი, ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წარმატებული მომავლის საწინდარია, გვეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებასა და მიზნების მიღწევაში. 

ნანა მენაბდე, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან გახარებულები და ამაყები ვართ, გახდე ქობულეთის „ეტალონი მოსწავლე“ ნამდვილად დიდი წარმატებაა. ძალიან საამაყოა, რომ ქობულეთის მასშტაბით, როგორც გამარჯვება, ასევე რეიტინგში პირველი 12 ადგილი სწორედ ჩვენის სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. ეს წარმატება დამსახურებაა იმისა, რომ ჩვენს სკოლაში ინტელექტუალური კლუბია დაარსებული და აქტიურად ტარდება შიდასასკოლო თამაშები, რაც მათ არაერთ მნიშვნელოვან უნარს უვითარებთ. შრომა ყოველთვის ქმნის დიდი შედეგებს. 

 ია სურმანიძე, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი:

მე-17 წელია, ჩვენს სკოლაში არსებობს ინტელექტუალური კლუბი, რომელსაც ვხელმძღვანელობ. მის გახსნაზე ბატონო გოჩა გვყავდა მოწვეული, მაშინ „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში გადიოდა და ამან მომცა მოტივაცია დამეარსებინა კლუბი. იმ დროიდან, ჩვენი სკოლა ძალიან აქტიური იყო და მუდმივად თანამშრომლობდა „ეტალონთან“, ჩემპიონატში ორჯერ ბავშვმა გაიმარჯვა, ერთხელ კი მასწავლებელმა. ჩვენი კლუბი ძალიან აქტიურია და მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან ამ პროექტში. ვახტანგი „ეტალონი მოსწავლე“ და მისი კლასი ყოველთვის ძალიან აქტიურები არიან, მე არ გამკვირვებია მისი გამარჯვება, თუმცა სხვა ძლიერი კონკურენტებიც იყვნენ და მიხარია, რომ შეძლო ამ შედეგზე გასვლა. ვახტანგი ძალიან წარმატებული მოსწავლეა, რეიტინგში საკმაოდ მაღალი ქულებით მოხვდნენ ჩვენი მოსწავლეები, ისინი ისეც წარჩინებული და წარმატებული ახალგაზრდები არიან. 

ვახტანგ ჯაფარიძე, ქობულეთის „ეტალონი მოსწავლე“:

ვემზადებოდი „ეტალონისთვის“, ია მასწავლებელი ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა. დიდად არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ მივაღწიე მიზანს და ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან გამიხარდა, დიდი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის. 

ნატო ჯაში-შაინიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძალიან გაგვახარა ნიკოლოზის წარმატებამ. ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეები მეტად ერუდირებულები ხდებიან, ისინი ძალიან მოტივირებულები არიან, რაც ჩვენთვის საამაყოა. თითოეული მოსწავლის წარმატება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა ნიკოლოზი მთელი მუნიციპალიტეტის სახელით იასპარეზებს. ის საოცრად ჭკვიანი და გონიერი მოსწავლეა. მადლობა „ეტალონს“ ამ ღირებული პროექტისთვის, მიხარია, რომ ეს პროექტი ზრუნავს ახალგაზრდების განათლებასა და მათი ინტელექტის ამაღლებაზე. 

სოფიკო კონცელიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობთ „ეტალონთან“. ამ პროექტით მოსწავლეები იღებენ ზოგად განათლებას, ეჩვევიან მსჯელობას, მეტად სწრაფები და სხარტები ხდებიან. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ და საბრძოლო შემართებით არიან განწყობილნი. 

ნიკოლოზ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის „ეტალონი მოსწავლე“:

არ მქონდა მოლოდინი, რომ ამ შედეგს ავიღებდი. საკმაოდ რთული იყო ტესტები, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე გამომეყენებინა ჩემი ზოგადი ცოდნა და მიხარია, რომ ამ შედეგზე გავედი. 

მარიკა აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მოსწავლეები არიან ძალიან დაინტერესებულნი ამ პროექტით, ისინი დიდი შემართებით ერთვებიან პროექტში და შესაბამისად, საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობენ. წარმატებები ამ პროექტს, რადგან ამით მოსწავლეთა ზოგადი ცოდნის შეფასება ხდება, თავად ბავშვები აფასებენ თავიან უნარებს, ხვდებიან რაზე აქვთ სამუშაო და რაც მთავარია, იძენენ გამოცდილებას. შემეცნებითი პროექტია, მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული, რაც აუცილებელი და ღირებულია ჩვენთვის. 

როლანდ აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მოსწავლეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. „ეტალონი“ ნამდვილად ბრწყინვალეა მოსწავლეებისთვის, მათ უმაღლებს მოტივაციას, აძლევს შესაძლებლობას გაიკვლიონ გზა და გააუმჯობესონ სწავლის ხარისხი. ვულოცავ ჩვენს მოსწავლეს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებ სამომავლო წარმატებას. 

ლია აბულაძე, ხულოს „ეტალონი მოსწავლე“:

ძალიან ვნერვიულობდი, რატომღაც ვთვლიდი, რომ არ შემეძლო მაღალი ქულის მიღება, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო. კითხვები მარტივი იყო, თუმცა საკუთარი თავის რწმენა არ მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, ისტორიიდან იყო კითხვები, ძალიან მიყვარს ეს საგანი და გამიმარტივდა. „ეტალონმა“ თავდაჯერებული გამხადა, რა საკვირველია მეტიც შეიძლებოდა, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. 


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სამინისტრომ მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა - დეტალები 

განათლების 13 მინისტრიდან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი  და გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული

თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები

მშობლებს სკოლიდან შეტყობინებები დაეგზავნებათ - რა ინფორმაციის მიიღებთ მოსწავლეების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი აპლიკაცით 

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

პირველკლასელებმა მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს


 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება