| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას მეტად საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით ეუფლებიან. პედაგოგები გაკვეთილების გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახლახან, მე-3ა კლასში ჩატარდა რამოდენიმე მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს რომ ვაჟა იყო, უდიდესი მწერალი, რომელმაც უსულო საგანი გაასულიერა.
ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგმა მოსწავლეები თეატრში წაიყვანა, სადაც ბავშვებმა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ ნახეს.
„გადავწყვიტეთ გვენახა, სცენაზე გაცოცხლებული ნაწარმოები, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, რამაც განამტკიცა ბავშვებში ვაჟას სიყვარული და ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების პატივისცემა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, აღაფრთოვანა და ბუნების მიმართ სიყვარული გააღვივა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას