სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემძინა - მივხვდი, რომ შემიძლია!“ - მარტვილის, დმანისისა და საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
28-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი მრავალმხრივი განვითარებას. ის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შესაძლებლობები წარმოაჩინონ და ცოდნა აიმაღლონ. ინტელექტუალური კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან მონაწილეობენ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის მარტვილის, დმანისის და საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

➤ „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - თამაკონის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლიზი გოროზია

➤ „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ალია ალიევა

➤„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე საბა დუჩიძე

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni-ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“ ესაუბრებიან.

აზა გადელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ მის გუნდს ასეთი საოცარი პროექტისთვის, რათა სკოლებს წარმოჩენის საშუალებას აძლევენ.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ჩემპიონატის ფინალში ყოველთვის გადიოდნენ და წარმატებებსაც აღწევდნენ. ამჯერადაც, ველოდი ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვებას, თუმცა ამან მაინც ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია. ლიზი ძალიან მიზანდასახული, წარმატებული, მოტივირებული გოგონაა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს სკოლაში ყოველთვის იყვნენ ასეთი მონდომებული და მოტივირებული მოსწავლეები. ისინი ყოველთვის მონაწილეობდნენ და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ჩაერთვებიან ამ პროექტში. 

ვერიკო სიხარულიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. უაღრესად მონდომებულები, დაინტერესებულები არიან ბავშვები. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ ჩემპიონატში ხშირად იმარჯვებენ, ამიტომ, ამჯერადაც ველოდებოდით გამარჯვებას. წარმატებამ მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა. რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებულ „ეტალონ მოსწავლეს“, ლიზი გოროზიას, ძალიან მიზანდასახული, მონდომებული და აქტიური გოგონაა. კარგად სწავლობს, ასევე ძალიან აქტიურია სპორტში, ცეკვავს და სხვადასხვა აქტივობაში ერთვება. ის ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას.


ლიზი გოროზია, მარტვილის „ეტალონი მოსწავლე“:              

ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი. მე, ზოგადად, კონკურსებში ყოველთვის ვღელავ. მიხარია, რომ ამჯერად, ისეთი კითხვები შემხვდა რაც ვიცოდი, მაგრამ ნერვიულობის გამო, მეგონა, რომ ვერ გავიმარჯვებდი. ამ წარმატებამ მოტივაცია ამიმაღლა - ადრეც ბევრ წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ მომავალში უფრო მეტს შევიმეცნებ.  

ისლამ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მომწონს, ბავშვებს სწავლის, კითხვის მოტივაციას აძლევს. ისინი ასევე მისი მეშვეობით ურთიერთობებს, ერთმანეთის დახმარებასა და ცოდნის გაზიარებას სწავლობენ. ჩემპიონატი ბავშვებს ახალ, საჭირო უნარებს უვითარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატი ასევე მასწავლებლების პასუხისმგებლობას ზრდის მოსწავლეებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენი სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ეს ფაქტი. ვულოცავ მას და მთელ სკოლას ამ დიდ წარმატებას.

ბახრუზ ბაირამოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ორმაგად სასიხარულოა „ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლის წარმატებას, რადგან დმანისში პირველად გავიმარჯვეთ. „ეტალონის“ პროექტი ძალიან მომწონს, რადგან ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში ძალიან ეხმარება და ზოგად განათლებას სძენს. ყველანი - მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მოტივირებულები ვართ, რომ კვლავ მივიღოთ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა. გვინდა, რომ ჩვენი სკოლის სახელი გამარჯვებულთა შორის ყოველთვის ისმოდეს.


ალია ალიევა, დმანისის „ეტალონი მოსწავლე“ :    

ჩემპიონატში გამარჯვებას არ ველოდი ამიტომ, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. ზოგადად მომწონს ასეთი კონკურსები. ამ გამარჯვებამ და მიღწეულმა წარმატებამ კი ორმაგად ამიმაღლა მოტივაცია, რათა უფრო მეტი ვისწავლო და ჩემი შესაძლებლობები მომავალშიც წარმოვაჩინო.

ქეთი მამისაშვილი, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატმა ძალიან კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ჩვენი სკოლის მოსწავლის გამარჯვებას ველოდებოდი, რადგან საბა კარგი, ბეჯითი მოსწავლეა, აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, ინტერესიანია და სხვადასხვა კონკურსში აქტიურად ერთვება. მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ბავშვების შედეგებითაც კმაყოფილი ვარ, ძალიან მონდომებულები იყვნენ, რაც ძალიან მახარებს. მათი მხრიდან ასეთი დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია.

შორენა ასრათაშვილი, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებით. რაც შეეხება გამარჯვებულს, საბა დუჩიძეს, ძალიან კარგი მოსწავლეა, გამორჩეული. სხვებზეც ვფიქრობდით, მაგალითად, გიორგი ივანიძეც მოხვდა მაღალქულიანებში. ზოგადად ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის „ეტალონის“ პროექტი ძალიან საჭიროა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები თავადაც დაინტერესებულები არიან და ყოველთვის ცდილობენ, რომ მასში აქტიურად ჩაერთონ.

საბა დუჩიძე, საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“:              

ჩემი შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. ამ პროექტში მრავალი წელია, რაც ვმონაწილეობ, ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე გადასვლას ყოველთვის ვახერხებდი, ამჯერად კი ყველაფერს კარგად გავართვი თავი და გავიმარჯვე. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ამ გამარჯვებამ მოტივაცია ამიმაღლა და თავდაჯერებულობა შემძინა - მივხვდი, რომ თურმე შემიძლია!

 




კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება