სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N4 საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები საჩუქრებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
18-05-2018
-
+


გორის N4 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლე ნინი სამნიაშვილი და მე-12ა კლასის მოსწავლე ლევან მახათაძე „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისთვის საჩუქრებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში გორში „ერეკლეს აბანოს“ საგამოფენო სივრცეში მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გორის კულტურის ცენტრში კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ცენტრის ჰოლში გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები გამოიფინა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნეიდერმა და მისმა კოლეგამ, მისიის შესახებ მოხსენება წარმოადგინეს, რის შემდეგაც დამსწრე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა გაიმართა. 

საუკეთესო და აქტიურ მონაწილეებს, მათ შორის გორის N4 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება