სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აბაშა ჩემი სიამაყეა“ - გეზათის საჯარო სკოლამ საინტერესო პროექტი განახორციელა
17-05-2018
-
+


გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი „აბაშა ჩემი სიამაყეა“ გაიმართა. 

პროექტი სკოლის ინფორმატიკული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელმა თეა ფირცხალავამ განხორციელა. 

პროექტში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი იყო ინფორმატიკული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეების მიერ პროგრამა Power Point- ში მუშაობის უნარ ჩვევების განვითარება, საზოგადოებისათვის ჩვენი რაიონის ისტორიის გაცნობა, მოსწავლეებში შემოქმედებითი თანამშრომლობითა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება. 

V – VI კლასის მოსწავლეებმა Power Point-ის საშუალებით გააკეთეს პრეზენტაცია აბაშის რაიონის ისტორიის, მისი ღირშესანიშნაობებისა (მუზეუმები, ეკლესიები, დაცული ტერიტორიები) და გამოჩენილი აბაშელების შესახებ. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს სიმონ ჩიქოვანის, კონსტანტინე გამსახურდიას, დუტუ მეგრელის და ვერა შუბლაძის ლექსები. 

ღონისძიებას მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები  ესწრებოდნენ. 

მათ დადებითად შეაფასეს პროექტი და აღნიშნეს რომ მსგავსი პროექტებით საზოგადოება უკეთ გაიცნობს აბაშის რაიონს და მის ღვაწლმოსილ ადამიანებს. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება