| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ცხრა მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ქრისტინე ჯანელიძეს (VIII კლასი), დაჩი ლომთაძეს (X კლასი), მირიან ცხვედიანს (IX კლასი), მარიამ კიბაბიძეს (X კლასი), მარიამ სანთელაძეს (VIII კლასი), ნიკოლოზ სანთელაძეს (XI კლასი), საბა ვაწაძეს (IX კლასი), მარიამ ცხვირავაშვილსა (VIII კლასი) და ნიკოლოზ სოფრომაძეს (VIII კლასი) „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 8 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს