სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკეთ გავიცნოთ ევროკავშირის ქვეყნები“-ვარდისუბნის საჯარო სკოლის პროექტი
16-05-2018
-
+


ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ოლეგ გრიგალაშვილმა და ხათუნა ასანიძემ, (დირექტორი მანანა ბახტურიძე) სკოლის მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად თემაზე - „უკეთ გავიცნოთ ევროკავშირის ქვეყნები“, ერთობლივი პროექტი განახორციელეს.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში ევროკავშირის ქვეყნების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა, მათ შორის ცოდნა, თუ  რა არის ნატო და ევროკავშირი.

ამ თემებზე შესავალი სიტყვა სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მანანა ბახტურიძემ და მსოფლიო კულტურის პედაგოგმა ოლეგ გრიგალაშვილმა წარმოსთქვეს.

მოსწავლეებმა ქვეყნები, რომელთა შესახებაც პრეზენტაცია წარმოადგინეს, საკუთარი სურვილით აირჩიეს. მათ, ასევე, შეჯიბრი გამართეს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჰიმნების ამოცნობას გულისხმობდა. 

პარალელურად, მოსწავლეებს  წინასწარ მომზადებული ტესტი დაურიგდათ, რომელშიც მათ  კომპასი საშუალებას აძლევდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო მიზნების სისტემური კავშირი დაედგინათ. ასევე, მათ ქართველი მღვდელმსახური ანთიმოზ ივერიელის ბიოგრაფია გაიცნეს, რომელიც რუმინეთში მოღვაწეობდა და რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად მიიჩნევა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ვარდისუბნის საჯარო სკოლას რუმინეთის სკოლასთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რითიც ევროპელ კოლეგებთან, ევროპულ სკოლათა გაერთიანებაშია ჩართული და „ითვინინგის“ ფარგლებში ერთობლივი პროექტები ხორციელდება. 

ამ დღეს მოსწავლეებმა და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ უფრო უკეთ გააცნობიერეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპას, რა არის ნატო და ევროკავშირი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება