| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის-არმინე ზმოიანის ორგანიზებით, შეასრულეს კომპლექსური დავალება, რომლის შედეგადაც შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი-სათავგადასავლო მოთხრობა. მას დაარქვეს „კეთილი და ბოროტი უცხოპლანეტელები“.
ბავშვების მოთხრობას უცვლელად გთავაზობთ:
უცხოპლანეტელების მისია, გარდა მზიური სისტემისა, არის სხვა ადამიანებისთვის უცნობი პლანეტების შეერთება. ასეთი სისტემიდან ერთ-ერთი ეკუთვნის უცხოპლანეტელებს. ამ პლანეტაზე ყველას აქვს თავისი მიზანი, კანონი და სპეციფიკური მუშაობა. იქ მცხოვრებ უცხოპლანეტელებს აქვთ ზებუნებრივი ძალა. მათ შეუძლიათ მართონ ცეცხლი,სინათლე, წყალი და შეუძლიათ ფიზიკური სხეულებიც კი ამოძრაონ. გრძნობენ სამყაროს, რომელიც მათი მთავარი ძალაა. ისინი მთლიანად მართავენ კოსმოსს, იქ მცხოვრებ ადამიანებსა და სხვა არსებებს. მათი მიზნები მხოლოდ კეთილი საქმიანობაა, რომელიც ყოველთვის იცავს დედამიწას და ზრუნავს იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე.
ის კოსმოსის კეთილი ნაწილია. მაგრამ კოსმოსს მართავს ორი ძალა: კეთილები - უცხოპლანეტელებია, ხოლო ბოროტები - მუტანტები. ბოროტები, სიბნელისა და მაგიის მმართველები.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ