სიახლეები
სკოლები

„ჩვენს სკოლას მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარების დიდი ტრადიცია აქვს“ - საზეიმო ჟრიამული სხალთის საჯარო სკოლაში
01-11-2023
-
+


აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლასა და მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას.

სწორედ ამ  მიზნით, პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროექტი შესთავაზონ, ამის თვალსაჩინო მაგალითები კი, ოქტომბრის თვის შთამბეჭდავი ღონისძიებებია. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქ მუდმივად საქმიანი ფუსფუსი და ჟრიამულია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნაზიბროლა მიქალაძის ძალისხმევით, სკოლაში მოქმედებს კლუბი - „ჩვენი საუნჯე“, რომელიც მოსწავლეთა დიდ ნაწილს აერთიანებს.

ოქტომბერს ბოლოს, სკოლის ბიბლიოთეკაში სასკოლო დიდი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - - „პოეზიის ცისარტყელა“, რომელშიც თითქმის ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, აღსანიშნავია, რომ „პოეზიის საღამო“, ლამის შეჯიბრად იქცა. 

მოსწავლეები ლექსების ზეპირად წარმოთქმაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიების ბოლოს კი  სკოლის დირექტორს - თემურ შაინიძეს, მოსწავლეებმა აღუთქვეს, რომ მომდევნო საღამოს გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარებენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წინ ჯერ კიდევ მრავალი ღონისძიებაა ჩასატარებელი, აქტიურად გრძელდება ტრადიცია - მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარებისა, რომლებიც მეტად ერთსულოვანს ხდის სასკოლო საზოგადოებას და ქმნის ამაღლებულ განწყობას მოსწავლეებსა თუ პედაგოგებში

„სხალთის საჯარო სკოლა გასაოცარ ბუნებაშია ჩაფლული, აქაურ ცხოვრებას მთიანი მხარის სრულიად სხვა სინათლე, კდემა და გრანდიოზულობა ახლავს... 

ჩვენს სკოლას მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარების დიდი ტრადიცია აქვს, რომელსაც განვაგრძობთ ამჟამადაც. დღეს განსაკუთრებით გამოირჩნენ: დაწყებითი საფეხურიდან ლუნა ვახტანგური, ლიზი შაინიძე, გაგა შაინიძე, ანა სურმანიძე, გია შაინიძე, ელენე ხოზრევანიძე, ნონა ბარამიძე, იზა შაინიძე, ანრი შაინიძე, მარი ვაშაყმაძე, თამარ ბოლქვაძე და კიდევ ბევრი სხვა... საბაზო საფეხურიდან ნინი შაინიძე, მამუკა შაინიძე, ნიკა (ლუკა) ვახტანგური, ნანა ბარამიძე... და კიდევ სხვები, რომლებზეც მოგვიანებით, აუცილებლად გაიგებს ყველა, ვინაიდან კლუბის დევიზი გურამ დოჩანაშვილის სიტყვებია: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“. პროექტის ფარგლებში კლუბის მიერ დასახული მიზანი გეგმის მიხედვით განხორციელდება და მასში ყველა მიიღებს მონაწილეობას, რადგან ასეთია ცხოვრების მოთხოვნა, ასეთია სკოლის მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილება - „პოეზია - უპირველეს ყოვლისა!“ - ხელშეწყობა არაფორმალურ განათლებას, მშობლიური ენისა და ლიტერატურის, როგორც საგნის პოპულარიზაცია, დაინტერესება კლასგრეშე ლიტერატურით... მომდევნო ეტაპია მშობლიურ კუთხეში შემონახული ზეპირსიტყვიერების მთაში გაბნეული „მარგალიტების“ მოძიება, ხეობის ცნობილი სახელოვანი. ადამიანების მოღვაწეობის შესწავლა-წარმოჩენა... და კიდევ ბევრი სხვა ღონისძიების ჩატარება წინ არის“, -  ამბობს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ლელა აბაშიძე-ბასილაძე

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

- ახალმთვარეობა - ახალი მთვარის ენერგია ითვლება ახალი დასაწყისისა და სურვილების ჩასაფიქრებლად ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად.

გადაამზადებენ თუ არა ლექტორებს? - მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება