| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულებს ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მასპინძლობენ.
სკოლის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, არაერთი წარჩინებული და სასახელო თაობა აღზრდილა, რითაც ყოველთვის ამაყობს სკოლის დირექცია და პედკოლექტივი.
სკოლის დირექცია, ბედნიერია, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს.
კურსდამთავრებულების სტუმრობით, განსაკუთრებით ბედნიერია დირექტორი - მერი პაპიძე, რომელმაც ემოციურად აღწერს მოსწავლეობას, ყველასთვის სანატრელ დროს.
„მოსწავლეობა - დრო სანატრელი!
ნიგოზეთის საჯარო სკოლას საუკუნოვანი ისტორია აქვს. მის კედლებში წლების მანძილზე იზრდებოდნენ კეთილშობილი, შრომისმოყვარე და წარმატებული მოსწავლეები. კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიური სკოლის ამაგს, საყვარელ მასწავლებლებსა და თბილ გარემოს, ხშირად სტუმრობენ და იხსენებენ ყველაზე ტკბილ დროს.
40, 50 წლის წინანდელ მოგონებების სკივრს თავს ხდიან და ბავშვობის კედლებში ეძებენ დატოვებულ სილაღეს, მეგობრობას და მასწავლებელთაგან მიღებულ უზღვავ სიკეთეს. ეძებენ და არც პოვნა უჭირთ, აქ ხომ მათ სკოლის დირექტორი და პედაგოგები ყოველთვის სიხარულით ეგებებიან“, - გვიყვება სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ