| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში 27 ოქტომბერს, „შემოდგომის ზეიმი“ და მასწავლებლის ეროვნულ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთდროულად ჩატარდა.
ბავშვებმა, პედაგოგის დახმარებით საშემოდგომო ნობათით ლამაზი კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეებმა ასევე თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ასევე პედაგოგის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, მათი ღვაწლი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს შრომისთვის.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ