სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში მასშტაბური ღონისძიებები მნიშვნელოვან თარიღებს მიეძღვნა 
01-11-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღესასწაული და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შთამბეჭდავად აღინიშნა. 

მრავალფეროვანი ღონისძიებები, თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოაწყვეს.

საღამო გაჯერებული იყო შთამბეჭდავი აქტივობებით, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, სლაიდები, პოსტერები და ბროშურები, გააკეთეს ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ასევე, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ  მშობლები, მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჩატარდა წარმატებით, მისი ხელმძღვანელების: მზევინარ ტუნაძის, ჯუმბერ ანთაძისა და თინათინ ბურთიკაშვილის დამსახურებითა და ბავშვების აქტიურობით. 

სკოლაში, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. 

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს უფროსკლასელებმა მოირგეს მასწავლებლის როლი და ჩაატარეს გაკვეთილები სხვადასხვა საგანში. ღონისძიებაზე კი გააზიარეს შთაბეჭდილებები თუ რა სირთულეებს წააწყდნენ, რა გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და რატომ მოეწონათ „მასწავლებლად ყოფნა“.  

აღნიშნულ პროექტს  ხელმძღვანელობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ ბურთიკაშვილი. IV კლასის მასწავლებელი - მზევინარ ტუნაძე გახლდათ, ხოლო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, კლუბ - „სიქას“  ხელმძღვანელი - ჯუმბერ ანთაძე. 

„სკოლის მოსწავლეების სახელით ყველა მასწავლებელს ვულოცავთ პროფესიულ დღეს!“, - დღე კი მისალოცი სიტყვით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება