| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში შოკოლადის დღე აღინიშნა.
ღონისძება 30 ოქტომბერს, ქიმიის მასწავლებლის - ირინა ვიდულინასა და ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა ჭელიძის ინიციატივით მოეწყო
დღე დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ღონისძიებებით.
XI3 კლასის მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და შეფუთეს შოკოლადები, შემდეგ კი, თავიანთი ნახელავით უმცროსკლასელებს გაუმასპინძლდნენ,
აღსანიშნავია, რომ ასევე ჩატარდა რამდენიმე ინტერაქტიული მინი-ლექცია სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის.
მინი ლექციას უძღვებოდნენ მომხსენებლები: ნუცა ნიკოლაიშვილი, ანანო ფიტკარაძე, ანა ონიაშვილი, დავით ურუშაძე, ქრისტინე ანთაძე, ელენე ხუჯაძე, ანანო ხინკილაძე და მართა დუმბაძე.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს შოკოლადის ბიო-ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების შესახებ, ასევე, კაკაოსა და შოკოლადზე მსოფლიო საისტორიო კონტექსტში, უპასუხეს აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებს, ჩაატარეს ვიქტორინა, იხალისეს და დაარიგეს პრიზები.
IX2 კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის გაკვეთილზე მეხუთე კლასელებისთვის მოამზადეს შოკოლადი, ხოლო პედაგოგებმა ამ „ტკბილი ექსპერიმენტის“ საშუალებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორიული საკითხი მიმოიხილეს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით ტკბილეული მოამზადეს და თანატოლებს დააგემოვნებინეს, ხოლო მასწავლებლებისგან ბევრი სიახლე გაიგეს ტკბილეულის, მათი დამზადების წესის და ზოგადად, კვების კულტურის შესახებ.
მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია გააცნეს პედაგოგებმა: რუსუდან თოიძემ, რუსუდან ურუშაძემ და თამუნა მექვაბიშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, მოეწყო გამოფენა თემაზე - „შოკოლადის სასახლე“, რომელსაც ხელოვნების მასწავლებლები: ირინა სევოსტიანოვა და სოფო სანიკიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ