| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო ზღვის წარმოშობის, ბიომრავალფეროვნების, ქიმიური შედგენილობისა ფიზიკური მახასიათებლებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.
მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს როგორც ელექტრონული ისე ამობეჭდილი სახის ბუკლეტები მნიშვნელოვანი გზავნილებით, რომელიც გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.
მათ დღე საინტერესოდ, ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
1966 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოაცხადეს. საქართველო ამ თარიღს 1997 წლიდან აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ