| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწვლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, წარმატებას VIII კლასის მოსწავლე ლიზი ქომეთიანმა მიაღწია. ის ლიდა ნაჭყებიას სახელობის შემოქმედებითი წერის კონკურსში - „ორი ძეწნი“, მონაწილეობდა. მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, შედეგად კი საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.
აღნიშნული კონკურსი რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბის N1 საჯარო სკოლის ინიციატივით, უკვე მეხუთედ ჩატარდა. მასში მუნიციპალიტეტის სკოლების 32 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების სპონსორები ლიდა ნაჭყებიას შვილები იოსებ და ლევან კაჭარავები იყვნენ.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართა.
„მადლობას ვუხდით დაბის 1-ელ საჯარო სკოლას საინტერესო ინიციატივისა და ამ შესაძლებლობისათვის, ლიზის კი ვულოცავთ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ