| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N132 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის კვირეული მოეწყო.
კვირეულში სკოლის პირველკლასელებთან ერთად, სხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომელთათვისაც ეს დღე დაუვიწყარი იყო.
კვირეულის ფარგლებში, მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან სასკოლო საზოგადოებას როლური თამაშები შესთავაზეს.
„ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გზა არის მეთოდი - სწავლა კეთებით. კითხვების შედგენამ და მათზე პასუხების მოძიებამ ამ ბავშვებში და არა მარტო მათში დიდი ინტერესი გამოიწვია“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ დღეს ასევე სკოლაში ჩატარდა სახალისო ვიქტორინა: „რა ვიცით იაკობის შესახებ“.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ.
„მთელ სკოლას ექოსავით მოედო კითხვებზე პასუხების მოძიება, ერთი-ორად გაიზარდა ახალი ცოდნის დაუფლების წყურვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან, I გ კლასის დამრიგებელს - თამარ ნათაძეს, ასევე მე-4 ბ კლასის დამრიგებელ ნათია კუჭაშვილს.
„ასევე დიდი მადლობა მოსწავლეებსა და მათ საოცარ მშობლებს ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისათვის“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ