| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს ემოციური სიტყვებით მიულოცეს ეს დღე, მათ ამაგსა და ღვაწლზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს გვერდში დგომისა და გაწეული შრომისთვის.
ბავშვებმა, მადლიერების ნიშნად, მასწავლებლები მრავალფეროვანი თაიგულებით დაასაჩუქრეს.
ყვავილებით ხელდამშვენებული პედაგოგები, მადლიერი მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოების ამაღლებული განწყობა - ასეთი იყო მასწავლებლის ეროვნული დღე დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ