სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა
30-10-2023
-
+


ქუთაისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებლის, დიმიტრი უზნაძის, სახელს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ფართომაშტაბიანი ღონისძიებით მიაგეს პატივი.

მათ შორის, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა, რომელთან დაკავშირებითაც სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ დიმიტრი უზნაძის შვილიშვილი, ნინო შიშნიაშვილი და მისი ქალიშვილი, სალომე ინაძე.

„აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნინო ამჟამად ბაბუამისის საარქივო მასალებზე მუშაობს და უახლოეს ხანში დაგეგმილია წიგნის გამოცემა, რომელიც დიმიტრი უზნაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. ასევე გვსტუმრობდა გიმნაზიის დირექტორის მოადგილის, სილოვან ხუნდაძის შთამომავალი ქალბატონი მაია გედევანიშვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

დ. უზნაძის შთამომავლების გარდა, სკოლას ასევე ესტუმრნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი თამარ გაგოშიძე, ლონდონის „ქინგს კოლეჯის“ კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი ქეთი ჭანტურია; ფსიქოლოგი მარინა ჩიტიშვილი; ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე; ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი; აკაკი წერეთლის სახელმწოფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და ი.ოცხელის საზოგადოების წევრები.

მიწვეულ სტუმრებს სკოლის სააქტო დარბაზში შეხვდნენ სკოლის დირექტორი, მ. ჯიშკარიანი და მასწავლებლები.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინე ჭეიშვილმა, სტუმრებს წარუდგინა მოხსენება- „დიმიტრი უზნაძე-ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელი“. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დიმიტრი უზნაძის შესახებ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტები, ისაუბრა მისი პედაგოგიური კარიერის შესახებ, რომელიც გიმნაზიაში 9 წელს გაგრძელდა. დიდი მეცნიერის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიღებულ გამოცდილებას და ჩამოყალიბებულ შეხედულებებს დიდი ადგილი უჭირავს დ. უზნაძის ფილოსოფიური მოძღვრების ჩამოყალიბებაში, მთელ მის მოღვაწეობაში, რომელიც წარმატებით გაგრძელდა თბილისში. პროფესორმა მაია ახვლედიანმა ისაუბრა დ. უზნაძის ღვაწლის შესახებ. მან სკოლის დირექტორს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი "ქუთაისის ქართული სკოლა-გიმნაზია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე".

ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა დიმიტრი უზნაძის კაბინეტი. სიმბოლურად, წითელი ლენტი გაჭრეს მეცნიერის შვილიშვილმა ნინო შიშნიაშვილმა და შვილთაშვილმა სალომე ინაძემ. სტუმრებმა ჩანაწერები გააკეთეს „შთაბეჭდილებების წიგნში“ და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს, რომლებიც მათ კაბინეტში დახვდნენ.

როგორც გვიყვებიან, ეს საინტერესო დღე არასოდეს დაავიწყდებათ ი.ოცხელის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები თუ პროექტები, რომლებიც სკოლის კურსდამთავრებულთა და აქ მოღვაწე ადამიანთა საქმიანობას ეხება.

„ამით ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი სკოლის წარსულს, ვსწავლობთ მას და თავადაც ვქმნით მის ისტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

- ახალმთვარეობა - ახალი მთვარის ენერგია ითვლება ახალი დასაწყისისა და სურვილების ჩასაფიქრებლად ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად.

გადაამზადებენ თუ არა ლექტორებს? - მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება