| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს პედაგოგებს ეს დღე.
აღნიშნულ დღეს, ასევე, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 183-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
„ღონისძიებაზე პატარებმა დიდ იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.
უფროსკლასელებმა ღონისძიებაზე საყვარელი ნაწარმოებებიდან სცენები გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული ამაგისა და ღვაწლისათვის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე დამსწრე მშობლებმა და თემის წარმომადგენელმა სკოლას ავტორიზაცია მიულოცეს და მასწავლებლებს უსურვეს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა.
„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“ - ამბობდნენ მადლიერი მოსწავლეები და მღეროდნენ - „ჰიმნი მასწავლებელს“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ