| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N217 საჯარო სკოლის მუდმივ წინსვლასა და მოსწავლეთა წარმატებებზე ორიენტირებული პედაგოგიური საზოგადოება, თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება - საგნობრივი ცოდნის პარალელურად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ზოგადი განათლება და იცნობდნენ იმ პიროვნებებს, რომლებმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს მომავალი თაობების განათლება-აღზრდის საქმეში.
ამის დასტურია თბილისის N2017 საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირეული, რომელიც დიდი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მე-2 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, რუსუდან ქელდიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება - „გმადლობ, დედაენა“.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები და საკუთარი ხელით შექმნილი წიგნები; პატარებმა გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს, მოირგეს მათი როლები და წარმოადგინეს სხვადასხვა ნომრები; ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა ავალიანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ