| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებულად აფასებენ. შესაბამისად, ეს დღეც გამორჩეულად აღინიშნა.
VIII კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალი ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, გაიხსენეს მასწავლებელთა მასწავლებლის - იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და ეროვნული პროფესიული დღე მიულოცეს პედაგოგებს.
VIII კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მოირგეს სხვადახვა საგნის მასწავლებლის როლი კერძოდ: ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი III კლასში ჩაატარა ლიზი ტუკვაძემ, მათემატიკის გაკვეთილი VI კლასში - დიტო კინწურაშვილმა, ინგლისური ენის გაკვეთილი IV კლასში მარიამ შვანგირაძემ. დირექტორის უფლებამოსილება კი საკუთარ თავზე IX კლასის მოსწავლე გიორგი ჯიმშელეიშვილმა აიღო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ