| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, მოსწავლეები დიდი ენთქუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და იმავდროულად, არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც საშუალებას მისცემს, უსაყვარლეს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გადაუხადონ მადლობა ამაგისთვის.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა - ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
1-ელი და მე-4 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების მიმართ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერით გამოხატეს, მე–5, მე–7, მე–8 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „მასწავლებელი შუქი სულისა“, გამოუშვეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლის დღე მიულოცეს და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოეს.
აღნიშნული ღონისძიება კლასის დამრიგებლებმა ნათელა ნატმელაძემ, მაია ჯელაძემ, ნონა ხუსკივაძემ და თამარ მესხმა მოამზადეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ