| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლე ნატო ნიკაჭაძემ საქართველოს ისტორის შესწავლისას საინტერესო ნამუშევარი შექმნა.
მისი ნამუშავერი წარმოადგენს თრიალეთური ყორღანის მაკეტს, რომელიც მეტად საინტერესოდ გამოიყურება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაკეტის შექმნა საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში, დაუგეგმავად მოხდა.
გაკვეთილზე სასკოლო მასალის პარალელურად მასწავლებლის - ფიქრია ხუჯაძის ინიციატივით ნახეს დოკუმენტური ფილმები ყორღანების შესახებ, ისტორიულ მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყორღანული კულტურის არტერფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ნატო ისტორიით და არქეოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეა, მას შექმნილი აქვს სხვა ისტორიული მაკეტები - „ნეოლითის ხანის სოფელი“, „ცხოვრება პალეოლითში“ და, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი ხედვა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა - ეს საუკეთესოდ წარმოჩინდა აღნიშნულ ნამუშევარში.
„ყორღანები 4500 წლის წინანდელ საქართველოში იგებოდა. ის, ისევე როგორც ეგვიპტური პირამიდები დიდებულთა სამარხებს წარმოადგენდა და და ასაკითაც პირამიდების ტოლია. თრიალეთურ ყორღანში ვერ იპოვეს მიცვალებულთა ნაშთები, თუმცა ჩვენმა წინაპრებმა არსებობის ნიშნად დიდებული განძით სავსე ყორღანები დაგვიტოვეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ