| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს, საქართველოში პირველად აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს განსაკუთრებულად აფასებენ, შესაბამისად, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა განსაკუთრებულად გამოხატეს და სკოლაში მისულთ სიურპრიზი დაახვედრეს. მათ მასწავლებლებს პლაკატითა და ყვავილების თაიგულით მიულოცეს დღესასწაული და კიდევ არაერთი წარმატებული თაობის აღზრდა უსურვეს.
სიყვარულითა და სითბოთი იყო განმსჭვალული ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მადლობას უხდიდნენ მასწავლებლებს ძნელი და საპასუხისმგებლო საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის.
ბავშვები მასწავლებლების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების ბოლოს კი მასწავლებლებს ტკბილეული დაურიგეს მინაწერით - „მასწავლებლის დღეს გილოცავთ!“.
„შთამბეჭდავი ღონისძიება იყო, ყველა კმაყოფილი დარჩა“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ