| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ, გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული მოაწყო.
პირველ კლასში (პედაგოგი ფ.კლდიაშვილი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, სადაც პატარებს გოგებაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები მეოთხეკლასელებმა (პედაგოგი ე. ჩუბინიძე) გააცნეს.
პირველკლასელებმა, უფროსკლასელების დახმარებით, ამ დღეს ანბანის სწავლა დაიწყეს და ამით „დედაენის“ შემქმნელს პატივი მიაგეს.
„მათ ანბანი შემოაბრძანეს...პატარები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს უფროს მეგობრებს, რომლებმაც ჯადოსნური ყუთიდან „დედა ენა“, ლურჯთვალა ყვავილი „ია“ და პირველი ასო- ბგერები „ი“ და „ა“ ამოაბრძანეს. თავადაც შექმნეს ეს ორი ხმოვანი და წარუდგინეს მასწავლებელს“,- გვიყვებიან გაკვეთილის შესახებ სკოლაში.
მეორე კლასმა (პედაგოგი თ. ზარნაძე) წარმოადგინა გოგებაშვილის მოთხრობების თემაზე შექმნილი დიორამები. ბავშვებმა გაასიტყვეს, თუ რომელი მოთხრობიდან რომელი ეპიზოდი შეიქმნა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნ. არაბიძე) კი ლიტერატურული დილა - „ეს წიგნი ერის ბურჯია..“ მოაწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნებიდან - „ი.გოგებაშვილის რჩეული მოთხრობები“, რომელიც მათ გადაეცათ, აირჩიეს თითოეული მოთხრობა, გაინაწილეს როლები და მაყურებლის წინაშე წრდგნენ.
განმარტეს, თუ რას ასწავლიდა ბავშვებს მათ მიერ შერჩეული მოთხრობა. ლექსებით მისცეს დარიგება უმცროს მეგობრებს და სიმღერით დაემშვიდობნენ მსმენელებს.
ასე დასრულდა ი. გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ