სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება 
30-10-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზეც ზრუნავენ. 

ქუთაისის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 16 წლამდელ გოგონათა შორის, ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქუთაისის ნაკრებმა გუნდმა, რომელიც მთლიანად ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, წარმატებით იასპარეზა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ჩემპიონატი, რომელიც 2023 წლის მანძილზე 4 ტურად ჩატარდა, მეტად საინტერესოდ წარიმართა. ბოლო ტურში მოსწვლეთა გუნდმა 2 თამაში აჭარისა და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან მოიგო და ბოლო შეხვედრა მინიმალური სხვაობით,1-0, დათმეს აბაშის გუნდთან. შესაბამისად, ქუთაისის გუნდმა საქართველოს ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, გოგონებმა აღნიშნული წარმატება სკოლის ახლადარჩეულ დირექტორს - ნინო ვარდოსანიძეს მიუძღვნეს და პირობა დადეს, რომ დაუღალავი შრომისა და სწავლის შედეგად, შედეგს გააუმჯობესებენ და სკოლასა და ქალაქს ჩემპიონის ტიტულით მოევლინებიან. 

გუნდის წევრები შემდეგი მოსწავლეები იყვნენ: მარიამ ბლადაძე, მარი ხელაძე, ანამარია თურმანიძე, მარი და გვანცა ტყეშელაშვილი და ქრისტინე გულბიანი.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მომავლის გუნდი. სვეტიცხოვლობისა და მოწამეთობის დღესასწაულს დაემთხვა ქუთაისის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში 16 წლამდელ გოგონათა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა ქუთაისის ნაკრებმა გუნდმა. როგორც ჰოკეის წამყვანმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, ქუთაისელთა გუნდის უდიდესი პროგრესი, ამის ნათელი დადასტურება იყო ბოლო ტური სადაც ჩვენმა გოგონებმა 2 თამაში მოიგეს აჭარისა და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან და ბოლო შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1-0 -ზე დათმეს აბაშის ძლიერ გუნდთან, რომლებიც ასაკით 3-4 წლით უფროსები იყვნენ ჩვენი გუნდის მოთამაშეებზე, ასევე აბაშელების საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის გამოცდილებაც აქვთ.
გოგონებმა, რომლებმაც სპეციალისტთა და გულშემატკივართა სიმპატიები დაიმსახურეს, დამსახურებულად მოიპოვეს საქართველოს ვიცე ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით სპორტის მასწავლებლების გულნარა ბზიკაძესა და ბესიკ ჯანელიძეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ცნობილია, როდემდე აქვთ უნივერისტეტებს იმ პროგრამებით სწავლების უფლება, რომლებიც მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია? - NAEC -ის პასუხი აპლიკანტებს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება