| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე აღინიშნა.
ამასთან ერთად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღესაც საინტერესო საღამო მიეძღვნა.
სკოლის მე-3 და მე-4 გაერთიანებული კლასების მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებლის - ლანა კაკაჩიას ფასილიტატორობით, იმუშავეს ხელნაკეთი წიგნების შექმნაზე (ათი წიგნი), რომლის ფურცლებსაც ი.გოგებაშვილის მოთხრობები ამშვენებდა.
მათ გაახმოვანეს თითოეული წიგნი და აუდიტორიისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ მე-2 კლასელები, მასწავლებლის თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით როლური თამაშით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
უფროსკლასებმა, შორენა კვირკვიას თანადგომითა და ხელმძღვანელობით კი იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და მის სხვა შედევრებზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი შემართებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში