| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილესა და მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა - „ღია კარის დღე“.
ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორი ინგლისური ენის მასწავლებელი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი გახლდათ, რომელმაც ღონისძიება სკოლის ყველა მასწავლებლის აქტიური ჩართულობით გამართა.
ღონისძიება სკოლაში არსებულ კათედრებში შემავალი საგნების ინტეგრირებით შედგა.
ღონისძიებაში ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია, ასევე თემი.
მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებასთან ერთად, ღონისძიების მიზანი მათ საზოგადოებასთან ურთიერთობას, ქცევის წესებსა და მოწაფეთა ცოდნის წარმოჩენას ითვალისწინებდა.
ღია კარის დღე წარიმართა წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით და გაგრძელდა დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს ინსცენირებები ქართულსა და ინგლისურ ენაზე, წარმოაჩინეს რუსული ენის ცოდნაც, მასწავლებლებს მიულოცეს უცხოურ ენაზე, ჩაერთნენ სახალისო მათემატიკურ თამაშებში, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, მშობლები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ და შემოქმედებით (ხელოვნება) აქტივობებში. აქტივობებს შორის გათვალისწინებული იყო ლანჩისთვის 40-წუთიანი შესვენება.
2023 წლის 27 ოქტომბერი მეტად შთამბეჭდავი იყო ანდეზიტის საჯარო სკოლაში თავისი მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობებით.
27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ