სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით და მეტით გაიზრდება“ - პრემიერი
27-10-2023
-
+


მასწავლებლის ეროვნულ დღეს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მასწავლებლის პროფესია უფრო დაფასებული გახდეს და პედაგოგებს სამუშაოდ უკეთესი პირობები შეექმნათ.

„სიტყვა - მასწავლებელი თავად გვეუბნება, რამდენად საპატიოა ეს სტატუსი; განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები, საზოგადოების, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში, მთავარი როლი და ფუნქცია ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ

ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებასა და აზროვნებაზე, მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, ოჯახთან ერთად ხართ თქვენ, სკოლა და მასწავლებლები.

საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის პირველად დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია; განათლების მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.

27 ოქტომბერს, განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან და გადაეცემათ 10 100 ლარი.

განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საძირკველია, რომლის სიმტკიცეში თქვენ განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ. კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით, თქვენ მასწავლებლები.

ჩვენ, ყველას გვყავს საყვარელი მასწავლებლები, ვინც ჩვენს აზროვნებაზე  მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, მთავრობას კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით, მეტი უნდა გავაკეთოთ, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ; ინტენსიურად გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგების პირობების გასაუმჯობესებლად და 2024 წელს, სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი; აქედან 160 მლნ ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება“. - განაცხადა ღარიბაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება